რეგიონი
ზუგდიდში ერთ-ერთი თონე პურს უფასოდ გასცემს
ხვალ, 31 მარტს, რუსთაველის 113 - ში ზუგდიდელი მოსახლეობა პურს უფასოდ მიიღებს.
მეპატრონეები გელა შეროზია და გია ზარანდია თანაქალაქელებს პურს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უფასოდ დაურიგებენ.

,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, გვინდა, რომ მცირეოდენით ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ვისაც ძალიან უჭირს დავეხმაროთ ამ ფორმით, თონეში ყველაფერი კანონის შესაბამისად არის დაცული და მსურველი შეძლებს პურის მიღებას, იმედი მაქვს ყველა დაიცავს დისტანციას'', - გვითხრა თონის ერთ - ერთმა მეპატრონემ.

მათი თქმით, თონეში ფქვილის მარაგი აქვთ და იმდენ პურს გამოაცხობენ, რამდენიც საჭიროა და მსგავსი ტიპის აქციას შემდეგშიც დაგეგმავენ.

31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ხვალიდან იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მისივე განმარტებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი რეკომენდაციებს დაიცავენ

Print