ახალი ამბები
ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი და ზედაეწერი - საკონტროლო პუნქტები ზუგდიდში
ზუგდიდის შემოსასვლელ შვიდ სოფელში - ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი - საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი. ქალაქის ყველა შემოსასვლელთან ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას სამხარეოა დმინისტრაცია ავრცელებს.
საკონტროლო პუნქტები ასევე მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელში.
ალექსანდრე მოწერელიამ საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ 600 პირბადე გადასცა.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დღეს 8:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

Print