რეგიონი
დღეს საცხობი ,,ზუგდიდის პური’’ ფუნთუშებს და პურს უფასოდ გასცემს
დილიდან ზუგდიდის ერთ - ერთი საცხობი პურს და ფუნთუშეულს უფასოდ არიგებს.

"გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ხალხს, ამიტომ დღეს პური და ფუნთუშეული უფასოდ გაიცემა. ყველაფერი გათვლილი გვაქვს და დისტანცია მარკეტში დაცულია. ამ დროისთვის 400-მდე პური დავარიგეთ უფასოდ’’, - ამის შესახებ რადიო ,,ათინათს’’ "ზუგდიდის პურის" დირექტორმა დავით ჯიქიამ უთხრა.მისი თქმით, საცხობში 1500-მდე პურის მარაგი აქვთ და აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის თონემ მოსახლეობისთვის პური უფასოდ დაარიგა.

Print