ახალი ამბები
ჩხოროწყუელი ბიზნესმენი შეჭირვებულ 300 ოჯახს 100-100 ლარიანი სასაჩუქრე კალათას გადასცემს

შპს ,,ტიბინი ჯგუფის“ დამფუძნებლის ზურაბ ახალაიას ინიციატივით, ჩხოროწყუში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის 19 დასახელების სასურსათო პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე კალათი მოამზადეს.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასაჩუქრე პაკეტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, მარტოხელა ხანდაზმულებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ, სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს სახლში მიუტანენ.

 

„აქციის ორგანიზატორს, ჩხოროწყუს მკვიდრ ზურაბ ახალაიას გაწეული ქველმოქმედებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი საქმეა. სასაჩუქრე კალათების დარიგება უკვე დაწყებული გვაქვს და სავარაუდიდ ორ დღეში მოვრჩებით“, - თქვა მუნციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.


თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ღირებულების პროდუქციაა გათვალისწინებული.



Print