რეგიონი
მალხაზ თორია ვიცე გუბერნატორი გახდა
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ მალხაზ თორია მეორედ დაინიშნა. ის პირველად გუბერნატორის მოადგილედ 2019 წლის იანვარში დაინიშნა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დატოვა. 2020 წლის სექტემბრიდან 17 დეკემბრამდე იგი სამეგრელო - ზემო სვანეთის სუსის უფროსი იყო.

პროფესიით სამართალმცოდნე მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ის ასევე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. თორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი დაამთავრა.
Print