რეგიონი
ფოთის ბაზარში მოქალაქეების ფულს აუთოვებენ
ფოთის ცენტრალური ბაზრის შესასვლელში ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,  მოქალაქეების ქაღალდის კუპიურები ცხელი უთოთი უთოვდება და ისე უბრუნდება მის მფლობელს, ხურდა ფული კი ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება.

‘’მყიდველი, რომ შემოდის ბაზარში ფულს ვატოვებინებთ ანტისეპტიკს ვუკეთებთ და ვაუთოვებთ ცხელი უთოთი და ვუბრუნებთ  უკან, ქაღალდის ფულს არც მყიდველი და არც გამყიდველი ხელს არ კიდებს შიგნით’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ფოთის ბაზრის დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ.

ბაზარში შესვლა და გამოსვლა ორი კარით ხდება, სადაც მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას.

Print