რეგიონი
ზუგდიდიდან ფოთის ჰოსპიტალში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 38 წლის ქალს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წუხელ გადმოიყვანეს.

„დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარატნში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სოხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,ფოთში, ამჟამად თვითიზოლაციასა და კარანტინშიც 9-9 პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელმაც სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმოგზაურა, ახალი კორონავირუსი 4 აპრილს დაუდგინდა. ზემოაღნიშნული პირის კლასტერიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 23 პირია  გადაყვანილი. სულ დადგენილია მისი 77 კონტაქტი.


Print