რეგიონი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 68 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 68 პირი იმყოფება. 7 აპრილის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია - 55 პირი; თვითიზოლაცია დაასრულა- 685-მა პირმა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,პარალელურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. პროცესი უკვე დასრულდა ზედა ეწერში,ამჟამად მიმდინარეობს ინგირსა და შამგონაში.

მათივე ცნობით,გამოვლენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 142 ფაქტი, დაჯარიმდა 141 ფიზიკური პირი და 1 იურიდიული პირი.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც არის წარმოშობით აფხაზეთიდან და ცხოვრობდა ხობში, გადმოიყვანეს ანაკლიის საკარანტინე ზონიდან ზუგდიდის ინფექციურში, მისი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში,ამას ინფექციონისტები დღეს გადაწყვეტენ.
Print