რეგიონი
მეუფე გრიგოლი - სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეფე გრიგოლის თქმით, სააღდგომო ლიტურგია ტაძრის ეზოში ჩატარდება. მისი თქმით, სპეციალისტების რჩევები მოქალაქეებმა და ეკლესიამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს.

,,თუ დამიჯერებთ და ყურადღებით, მორჩილებით იქნებით, მე მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით, ამის დიდი შანსი გაქვთ,სხვა დროს კაცი ვერ მოგიყვანთ ტაძარში. ოღონდ ისე კია, რომ ვირუსივით რომ ჩუმად შემოხვალთ, არამედ რწმენით, სიყვარულით და რა თქმა უნდა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, ეს იქნება ყველაზე კარგი,“- განუცხადა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს. 

,,ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერეთ, დამერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება, მე რაც შემიძლია რომ გითხრათ , რამდენადაც სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მემგონი, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. რომ გითხრათ, შემოთავაზებული ნორმები , ეს არის აბსოლუტური საშუალება ვირუსისგან დაცვისა, რა თქმა უნდა ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ, ალბათ მინინმუმამდე დაჰყავს დაინფიცირების რისკი. აბსოლუტური დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ამრიგად, ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდბა, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისსმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე , თუ რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი წირვას, მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, ,,ვერ გეტყვით , არის ხოლმე შემთხვევები როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი , ხან გადაღლილია.“

Print