რეგიონი
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვა ჩატარდა
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ეკლესიაში ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის მეუფე გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.  ეკლესიაში დაცული იყო დისტანცია.

,,ველოდებით პატრიარქის ლოცვა - კურთხევას, როგორიც იქნება პატრიარქის კურთხევა, ისე ჩატარდება ჩვენს ეპარქიაში სააღდგომო დღესასწაული, ჩვენ ვთქვით, რომ რადგანაც ეხლა არის განსაკუთრებული პერიოდი, ყველა მღვდელმთავარი უნდა იყოს თავის ეპარქიაში და ყველა მოძღვარი თავის სამრევლო ტაძარში, თუ საჭირო იქნება ჩვენ აცილებლად გვამცნობენ საპატრიარქოდან, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და რანაირად უნდა ჩავატაროთ მომავალ კვირაში ღვთის მსახურება’’, - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ.

მიტროპოლიტი საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

Print