ახალი ამბები
გუბერნატორი ქრისტინე ფანჩივაძეს იმ ნივთებს აჩუქებს რაზეც ის ოცნებობს
"ხვალ ამ საოცარ გოგონას გავახარებთ და სურვილების ახდენაში დავეხმარებით", - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რადიო "ათინათის" მასალას გამოეხმაურა.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ალექსანდრე მოწერელია ხვალ ქრისტინა ფანჩივაძის ოჯახს ესტუმრება და პატარას საკუთარი სახსრებით იმ ნივთებს გადასცემს რაზეც ის ოცნებობს.

5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას მოფერებით "ლუღი" შეარქვეს. გოგონაზე მომზადებულმა მასალამ დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველებში, ამიტომ რადიო "ათინათი" ოჯახთან შეთანხმებით ახლო მომავალში დახმარების მსურველებისთვის ანგარიშის ნომერს გაასაჯაროებს.
Print