ახალი ამბები
დარჩელში ავარიისას დაშავებული კუზა ტორუა გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 28 წლის კუზა ტორუა დღეს გარდაიცვალა. ის მკურნალობას საავადმყოფოში, დაახლოებით, ერთი თვე გადიოდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მან ავარიის დროს თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.

28 თებერვალს ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა. ერთი მათგანის - კუზა ტორუას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები თავიდანვე უკიდურესად მძიმედ აფასებდნენ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print