ახალი ამბები
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი იწვის
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლი სახურავს, სავარაუდოდ, ბუხრიდან მოედო. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ოჯახის წევრებმა მოასწრეს გამოსვლა. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები.
Print