ახალი ამბები
ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქრისტინა ფანჩვიძეს ყულაბაში დაგროვებული თანხა გადაურიცხეს  
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის IIდ კლასის მოსწავლეებმა, მარტვილელ 5 წლის გოგონას, ქრისტინა ფანჩვიძეს ყულაბაში დაგროვებული თანხა სრულად გადაურიცხეს. როგორც "ათინათს" კლასის დამრიგებელმა თეა ჩიტაიამ უთხრა, აღნიშნულ თანხას ბავშვები მთელი წლის განმავლობაში საქველმოქმედო მიზნით აგროვებდნენ. 

"ორი წელია ამ საქველმოქმედო პროექტს ვახორციელებთ. შარშან მოხუც ქალბატონს დავეხმარეთ. კვირაში ერთხელ ხაჭაპურის ან ღვეზელის ნაცვლად ბავშვები ყიდულობენ ნაკლები ღირებულების ფუნთუშას, ხოლო იმ თანხას რაც დაეზოგებათ 20-დან 50 თეთრამდე აგდებენ ამ ყულაბაში. წლის ბოლოს ვთავაზობ ვარიანტებს, ვის შეიძლება დაეხმარონ. ახლა როცა ვნახეთ თქვენ მიერ მომზადებული მასალა, შევთავაზე ბავშვებს და აბსოლუტურად ყველა დათანხმდა, თან დიდი სიხარულით. როგორც ვიცი 170 ლარამდე დაამრგვალეს მშობლებმა თანხა და გადარიცხეს", - გვითხრა პედაგოგმა.

მისივე ინფორმაციით, კლასში სულ 29 მოსწავლე ირიცხება. ისინი მსგავსი სახის საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.

ამავე თემაზე: 

ვინ და რატომ გადაუღო ქრისტინას ვიდეო, რომელშიც ლეღვს ხინკალს ადარებს

#ლუღისთვის - ქრისტინას მალე წითელი სახლი ექნება 

"ლუღი" გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდება

ქრისტინა, მეტსახელად "ლუღი", რომელიც ექიმობასა და დიდ წითელ სახლზე ოცნებობს (ვიდეო)
Print