რეგიონი
ხვალიდან მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება
ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება, ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუსიის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომლიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, და ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ. მიტანის სერვისები”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
Print