ახალი ამბები
ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა
სოფელ ქვედა ჩხოროწყუს მკვიდრმა 35 წლამდე მამაკაცმა მეზობელი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 

როგორც თვითმხილველი ამბობს, ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლში მობრუნებულზე მამაკაცმა საკუთარ დას ჭიქა ჩაარტყა თავში.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი ოჯახის წევრებზე ძალადობს. ბოლო დროს მან მშობლებზეც იძალადა",- ამბობს ის.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print