რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს აკაკი ხასაია უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად პოლიციის პოლკოვნიკი აკაკი ხასაია დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო  „ათინათს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აკაკი ხასაია ამ დრომდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ხასაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მერაბ წურწუმია ჩაანაცვლა. წურწუმიამ პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.


Print