რეგიონი
ალექსანდრე მოწერელია - მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს და საკრებულოს მაჟორიტარებს მიმართონ (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს და საკრებულოს მაჟორიტარებს მიმართონ, რომლებიც მათ მოემსახურებიან. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა მედიასთან გააკეთა.

მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და შესაბამის მერიებს არსებულ საჭიროებნეთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე დაუკავშირდენენ.

მოწერელიას თქმით, სოფლებში რწმუნებულებს და მაჟორიტარებს აქვთ გადაადგილების უფლება და ისინი ემსახურებიან მოსახლეობას.

„სოფლებში, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მივეცით იმის საშუალება, რომ მათ ჰქონოდათ გადაადგილების უფლება იმისათვის, რომ მომსახურებოდნენ ჩვენს მოსახლეობას. იქ, სადაც მათი რესურსი შეიძლება საკმარისი არ იყოს, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს პირდაპირ მუნიციპალიტეტში ან ცხელ ხაზზე“, - განაცხადა მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ზუგდიდის ბაზარის ნაწილი დღეს გაიხსნა.

''ბაზარში მყოფი მეწარმეები ითვალისწინებდნენ ყველა რეკომენდაციებს, რაც იყო სურსათის ეროვნული სააგენტოდან და ჯანდაცვის სამინისტროდან, თუმცა გარეთ რიგის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა აღდგომამდე. დღეს, როდესაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, რისკი იმისა, რომ დადგეს გაუკონტროლებელი რიგი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ არის და ამიტომ დაიწყო ფუნქციონირება“, - განმარტა მოწერელიამ.

გუბერნატორი სასაოფლო-სამეურნეო სამუშაოების და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროდუქციის რეალიზაციის საკითხსაც შეეხო.
Print