ახალი ამბები
ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა 
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე წუხელ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ უთხრა.

მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიან ღამით შეიყვანეს. მას კისრისა და გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული პირის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
Print