ახალი ამბები
სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 4 პირი.

ამავე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
Print