ახალი ამბები
პოლიციამ ზუგდიდში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შს სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული, 1990 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა წუხელ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა კისრისა და გულმკერდის არეში, ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს.

დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print