ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზეთის პრემიერ - მინისტრად ალექანდრე ანქვაბი დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი, ხოლო პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ასლან კვიცინია დაინიშნა. მანამდე, კი "მთავრობა გადადგა სრული შემადგენლობით", წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, შესაბამის განკარგულებებს ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

ალექსანდრე ანქვაბი 2011-2014 წლამდე "პრეზიდენტის" თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს სახალხო კრების დეპუტატი გახდა. 2020 წლის "საპრეზიდენტო" არჩევნების პერიოდში კი ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბს ხელმძღვანელობდა. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი, ალხას კვიცინია კი აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გამართულ "არჩევნებში" მონაწილეობდა.

განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ, 23 აპრილს გაიმართა.






Print