ახალი ამბები
აფხაზეთში ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა
აფხაზეთში ბოლო დღე - ღამის განმავლობაში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეხანძრეებმა სოხუმის რაიონის სოფელ ბესლახუბას და ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის მიმდებარედ, ხმელ ბალახზე მოდებული ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.ამავე ინფორმაციით, მას ხეხილის ბაღებამდე და ელექტროგდამცემ ხაზებამდე არ მიუღწევია.

ადგილზე მობილიზებული იყო 15 - მდე მეხანძრე. სპეციალისტები ხანძრის კერების გაჩენის მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ, მათი თქმით, მოსახლეობა ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს ფოთლებისგან ასუფთავებს და შემდეგ წვავს მათ, ცეცხლის ალი კი სწრაფად ედება მიმდებარე ტერიტორიას.


Print