ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ვაჭარაძე გახდა. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21 წევრი მონაწილეობდა. აქედან, მის კანდიდატურას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი წავიდა. კენჟისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს დარეჯან ცქვიტარიას.



„იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე კოლეგიალურად გავაგრძელებთ ყველანი ურთიერთთანამშრომლობას. ვინც ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერდა, მათი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა ვაჭარაძემ.

ფოთში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხისგებაში მიეცა. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

Print