ახალი ამბები
სოხუმი: პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამი მინისტრი დანიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდნეტმა ასლან ბჟანიამ მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებებს მოაწერა ხელი.


შესაბამისად, ლევ კვიცინია - საგანგებო სიტუაციების , რუსლან აჯბა - სოციალური უზრუნველყოფის და დემოგრაფიული პოლიტიკის, ხოლო თამაზ ცახნაკია - ჯანდაცვის მინისტრებად დაინიშნენ, წერს "აბხაზია ინფორმი". 

გამოცემის ცნობით, კვიცინია და ცახნაკია იგივე სამინისტროებს ხელმძღვანელობდნენ წინა მთავრობის შემადგენლობაშიც. მანამდე, ბჟანიამ "მინისტრთა კაბინეტის" ახალი სტრუქტურა დაამტკიცა. შედეგად, სამინისტორების რაოდენობა 12 - დან 14- მდე გაიზარდა.

ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის თანამდებობა 23 აპრილს დაიკავა, რის შემდეგაც "მთავრობა" ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით, გადადგა. 24 აპრილს კი ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა "პრემიერ-მინისტრად".

განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

 

Print