ახალი ამბები
პალიასტომის ტბაზე თევზის მოპოვებაზე შეზღუდვები დაიწყო
დღეიდან 15 ივნისის ჩათვლით, თევზის ტოფობის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ფოთში პალიასტომის ტბაზე მოქმედებას იწყებს მკაცრი შეზღუდვები. გარდა ანკესით სამოყვარულო თევზჭერისა ყველა საშუალებით თევზის მოპოვება აკრძალულია.

ამასთან დაკავშირებით, მომავალი წლიდან შესაძლებელია შეზღუდვები შემსუბუქდეს. კერძოდ, კოლხეთის პარკის წარმომადგენლის თქმით, მომზადებულია დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით პარლამენტში შედის კანონპროექტი და სავარაუდოდ მომავალი წლიდან პალიასტომის ტბაში დასაშვები იქნება კეფალის მოპოვება მთელი წლის განმავლობაში.

კოლხეთის პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს ზემოაღნიშნულ პერიოდში თავი შეიკავონ პალიასტომის ტბაზე თევზის მოპოვებისგან.


Print