ახალი ამბები
ზუგდიდში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს (ვიდეო)
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია და ლომბარდი გაქურდეს. შპს "ვეკოს" ხელმძღვანელის მაია ვეკუას ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
 მისივე თქმით, სავარაუდოდ, წაღებულია 40 000 ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა. "კომენდანტის საათის დროს მოხდა ეს. ამ დილით მოვედით და რასაც ვხედავ, ფაქტიურად ყველაფერი წაღებულია. მაცივრები, ლეპტოპები, ტელეფონები - ყველა სახის ტექნიკა იყო. მაღაზიაში გამოტანილი მქონდა როგორც მინიმუმ 40 000 ლარის საქონელი, საწყობში კი გაცილებით მეტია 200 000- მდე ან მეტიც შეიძლება იყოს, უბრალოდ ჯერ არ ვიცი, არ მიშვებენ შიგნით. გამომძიებელს ველოდებით ამ დრომდე", - უთხრა მან "ათინათს".შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე  გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
Print