ახალი ამბები
ოჩამჩირეში მკვლელობა მოხდა
ოჩამჩირეში 48 წლის ქალი მოკლეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასროლა საცხოვრებელი სახლის ერთ - ერთ ბინაში მოხდა, რასაც წინ შელაპარაკება უძღოდა. მამაკაცი, რომელმაც ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სამართალდამცავებს ჩაბარდა. დანაშაულის ადგილიდან ხუთი ვაზნაა ამოღებული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.


Print