ახალი ამბები
ინგირში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის სოფელ ინგირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც რადიო "ათინათს" სოფელში მერის რწმუნებულის მოადგილემ ხათუნა ახალაიამ უთხრა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

"მცირე დაზიანებები აქვთ, როგორც მითხრეს სანიაღვრე არხში გადავარდა მანქანა. ერთმანეთის ნათესავები არიან", - თქვა მან.  

რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print