ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის დასის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია გარდაიცვალა 
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ზემფირა გუნია 76 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თეატრის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი, უნიჭიერესი არტისტი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ქალბატონი ზემფირა გუნია. ის 1963 წლიდან ჩვენი თეატრის დასის წევრი იყო. შესრულებული აქვს 100- ზე მეტი როლი. თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ქალბატონი ზემფირას ოჯახს და მის ახლობლებს. ის ჩვენთვის დიდი დანაკლისია", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

2017 წელს ზემფირა გუნიას საპატიო ზუგდიდელის ტიტული, 2019 წელს კი თეატრალური საზოგადოების წოდება "ამაგდარი"​ მიენიჭა.
Print