ახალი ამბები
სოხუმში კაფე "სან - რემოსთან" მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
სოხუმის სანაპიროზე 2019 წლის 22 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, 1982 წელს დაბადებული ბესლან ბგანბა დააკავეს. ამ უკანასკნელმა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია მათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. ამჟამად, ბრალდებული სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბგანბაზე ძებნა აფხაზეთის "გენერალურმა პროკურატურამ" 2020 წლის 11 თებერვალს გამოცხადა. ის ოჩამჩირის რაიონში 8 მაისს დააკავეს.

მანამდე, ამავე ამავე ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა სამ პირს: ასლან ბლაბბას, დათო და დემურ ახალაიებს. გარდა ამისა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ძებნა გამოცხადდა ერიკ ჭკადუაზე.

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც უფრო გვიან, 3 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 22 ნოემბერს აღიძრა.

Print