ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს
ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი ზუგდიდში მცხოვრებ ვეტერანებს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები, ასევე საკრებულოს წევრებისგან პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მერიამ 500-500, ხოლო ზურგის მუშაკებს კი 200-200 ლარი ჩაურიცხა. 

სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 7 ვეტერანი ცხოვრობს.


Print