ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 - მდე გაიზარდა
აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში ტესტირება 19 ადამიანს ჩაუტარდა, 2 მათგანს Covid – 19 დაუდგინდა, წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, ისინი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც დამაკმაყოფილებელს. მანამდე, კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, რომელიც გუდაუთის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული 190 - მდე კურსანტი კარანტინში 8 მაისს გადაიყვანეს.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

Print