ახალი ამბები
სოხუმში მილიციის თანამშრომლის მანქანაში ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის და შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 8 მაისს, დილის საათებში, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მილიციის უფროსი ლეიტენანტის ავტომობილში, რომელსაც ის თავად მართავდა, ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოაჩინეს. ამავე ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებით დადასტურდა, რომ ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. ფაქტს "გენერალური პროკურატურა" იძიებს.
Print