ახალი ამბები
სოხუმის ბაზრის მოვაჭრეები ყოვედღიურ მუშაობაზე გადასვლას ითხოვენ

სოხუმის ბაზრის მოვაჭრეებს მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადასვლა სურთ, შესაბამისი თხოვნით

მათ სავაჭრო ობიექტის დირექტორს ალხას გურგულიას მიმართეს. ამ უკანასკნელის თქმით, თუკი ბაზრის მოიჯარეები მკაცრად დაიცავენ კარანტინით გათავლისწინებულ ზომებს, ბაზრის დირექცია ქალაქის ადმინისტრაციას მიმართავს და შესაძლოა, უახლოეს დროში, დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

8 მაისიდან სოხუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ნიღბებისა და ხელთათმანების გარეშე ეკრძალებათ შესვლა, გარდა ამისა, დილის 7 საათიდან, მათ ბაზრის შესასვლელთან თერმოსკრინგი უტარდება.

აფხაზეთში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, აგრარული ბაზრების უმეტესმა ნაწილმა 1 მაისიდან მუშაობა შეკვეცილი გრაფიკით განაახლა. შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 17 აპრილს გასცა. სოხუმის ცენტრალური ბაზარი კვირაში სამჯერ, პარასკევს, შაბათს და კვირას 16 საათამდე მუშაობს, ხოლო 19 საათიდან ქალაქის სურსათის უვნებლობის სამსახური ტერიტორიის დეზინფექციას ატარებს.

ამ დროისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.


 

Print