ახალი ამბები
სოხუმის ერთ - ერთ ბინაში ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღი იპოვეს
სოხუმში, ახალი რაიონის ერთ - ერთი ბინიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღი ამოიღეს. მათ შორის, სხვადასხვა კალიბრის რამდენიმე ათასი ცალი ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ხელყუმბარები, და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები. გარდა ამისა, ნაპოვნია, ათობით ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი.

იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზე გაიგზავნა.



Print