ახალი ამბები
TikTok - მა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "აღიარა" - საქართველოს საგარეო უწყება ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს
ვიდეოჰოსტინგმა TikTok აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა "აღიარა".

სოციალურ ქსელში რეგისტრაციისთვის ცალკე ქვეყნებადაა მითითებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".

ამ ფაქტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტროში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ: "საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია".

TikTok - ი ჩინურ კომპანია ByteDance -ს ეკუთვნის.
Print