ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგო შეარჩიეს
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის წევრებმა 12 საუკეთესო ნამუშევარს შორის გამარჯვებული გამოავლინეს. 
რჩეული ნამუშევრის ავტორი ცოტნე ბურდულია. ის 2000 ლარს მიიღებს. ლოგოს მთავარი სიმბოლო ბზა და ბაღის დაარსების წელია. ამასთან, მასზე დადიანების სასახლის კონტური იკვეთება.

ინფორმაციისთვის, დადიანების საგვარეულო ბაღი (შემდგომში ბოტანიკური ბაღი) 1840 წელს დაარსდა.


Print