რეგიონი
სამეგრელოში გამოკვლეული 129 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია
ncdc სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების განყოფილებამ გუშინ კოვიდ19-ზე 129 ნიმუში აიღო და ყველა ნიმუშის პასუხი არის უარყოფითი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ნიმუშები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს.

ამავე ცნობით, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბიოლოგიურ მასალების პროცესი გაგრძელდება.

ამ დრომდე, რეგიონის მასშტაბით, აღებული ანალიზებიდან ახალი კორონავირუსი 9 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 4 ამჟამად რუხის საავადმყოფოში მკურნალობს, 2 ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, ერთი შუახნის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ორი კოვიდ-19-გან უკვე განიკურნა. მათ ზუგდიდის ინფექციურში უმკურნალეს.

Print