ახალი ამბები
სუს-ი: ფახულანისა და საბერიოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, წალენჯიხის სოფელ ფახულანისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, საოკუპაციო ძალების მიერ ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს. 

ამავე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან  დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
Print