ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურში სკამი და საპირფარეშოს კარის საკეტი დააზიანეს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამი და საპირფარეშოს კარის საკეტი გატეხეს. ინფორმაციას ბოტანიკურის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მსგავსი ფაქტები ხშირია. გარდა ამისა, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან დაზიანების ფაქტები.

"კვლავ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანებას გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანება. ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე. ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი.მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას", - ნათქვამია ბაღის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ბოტანიკური ვიზიტორებისთვის 11 მაისიდან გაიხსნა. ზუგდიდის მერის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა წლის ბოლომდე უფასო იქნება.
Print