ახალი ამბები
#ინგასთვის - ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ზუგდიდელ ახალგაზრდა ქალს,  ინგა ბარამიას  სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. კერძოდ, მას მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირება უნდა ჩაუტარდეს. ოპერაცია დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და ოჯახს ამ ეტაპზე მისი გადახდის საშუალება არა აქვს. ინგას უკვე გადაადგილება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.  მისმა მეგობრებმა ფეისბუკზე სოციალური კამპანიაც  - #ინგასთვის წამოიწყეს.

გთავაზობთ ინგას მიმართვას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:

„ვარ საოპერაციო თან სასწრაფო, ამ გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამ კორონა ვირუსმა ხელი ძალიან შემიშალა და ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, სიარულში ვარ შეზღუდული. მჭირდება მარჯვენა ფეხის მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირება, რომელიც ღირს 8000 ლარი. არც  სამსახურის დაზღვევა, არც ჯანდაცვა,არც საყოველთაო 60 წლამდე არ აფინანსებს, ზუგდიდის მერია მხოლოდ 1000 ლარს შეგვპირდა და ვარ ასე ბედის ანაბარა ჩემი მტკივანი ფეხით“, - წერს ახალგაზრდა ქალი.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგი ანგარიშის ნომერზე:

თიბისი ბანკი  GE06TB7136445061600004 - მიმღები :ინგა ბარამია;

საქართველოს ბანკი GE91BG0000000346708600 - მიმღები (მინდობილი პირი) ელენე ხარებავა.
Print