ახალი ამბები
სოფელ ბაბუშარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარასთან ავტოსაგზაო შამთხვევა მოხდა. Daewoo - ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მაღალისიჩქარით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულმა მაშველებმა მძღოლის მანქანიდან ამოყვანა მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით შეძლეს.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.



Print