ახალი ამბები
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის №322 დადგენილების თანახმად, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძლედება,  თუმცა თუ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც აღ­დგეს.

ჩერდება:


სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს "საქართველოს რკინიგზის" მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით; საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

Print