რეგიონი
ხვალიდან სამეგრელოში გამოიდარებს
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს" მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ რადიო ,,ათინათს'' უთხრა, რომ მომდევნო დღეებში რეგიონის მასშტაბით უნალექო ამინდები იქნება.

,,26 მაისიდან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ხვალ 24 – 27 გრადუსია ნავარაუდევი. 27- 28 მაისის ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31- 33 გრადუსია მოსალოდნელი, 29 - ში კი ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს. წვიმა შენარჩუნდება 30 მაისსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21- 26 გრადუსი იქნება’’, - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

მისივე ცნობით, 31 მაისს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე აიწევს.






Print