ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განთავსდა 
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ინსტალაცია განთავსდა. აღნიშნული ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის. 

შესაბამის ფოტოს და მილოცვას ზუგდიდის ბოტანიკურის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102-ე წელს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. ამავე დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს“.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
Print