ახალი ამბები
გაეროს განვითარების პროგრამამ გუდაუთის საავადმყოფოს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

გაეროს განვითარების პროგრამამ სოხუმში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი, მეოთხე პარტია ჩაიტანა. ამჯერად, ეს არის 940 დამცავი კომბინეზონი, 920 სამედიცინო ხალათი,

900 წყვილი ნიტრილის ხელთათმანი, 4 500 სამედიცინო ჩაჩი, 1 000 ბახილი და 180 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი. ტვირთი გუდაუთის საავადმყოფოს გადასცეს, რომელშიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, წერს "აფსნიპრესი".

"პაციენტების Covid – 19 გან უსაფრთხო მკურნალობისთვის აუცილებელია დამცავი საშუალებების მნიშვნელოვანი მარაგი. გამომდინარე იქიდან, რომ გუდაუთის ჰოსპიტალი Covid-19 - ის შემთხვევებზე რეაგირების ცენტრშია, გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა დააკმაყოფილოს სამედიცინო დაწესებულება საჭირო მარაგით, ასევე გადაანაწილოს ჰიგიენის საშუალებები მაღალი რისკის ჯგუფებში ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ", - თქვა  საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა.

ამავე ცნობით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთისთვის გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებამ 103 000 აშშ დოლარი შეადგინა.


ამავე თემაზე:

გაეროს განვითარების პროგრამამ სოხუმში 40 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა


 

Print