ახალი ამბები
სოხუმი: კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაგრძელდება
სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა, წერს "აფსადგილ ინფო". შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მიიღეს. ამავე ცნობით, ისევ აკრძალული იქნება მასობრივი შეკრებები და აქტივობები, ასევე შეზღუდულია "აფხაზურ - რუსულ" საზღვარზე გადაადგილება.

გამონაკლისის სახით გამოცდებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისიდან სასწავლო პროცესი აღდგება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

ოპერატიული შტაბის ინფრომაციით, გასულ დღე-ღამეში ტესტირება 38 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში Covid -19  28 პირს გამოუვლინდა, მათგან 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

სოხუმმა 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვის წინ ჩაკეტა. აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.



Print