ახალი ამბები
საბერიოდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია 
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ უთხრა.

"რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მდგომარეობა არის სტაბილური. უახლოესი დღეების განმავლობაში სავარაუდოდ დარჩება რეანიმაციაში. ზურგისა და წელის არეში, ქვემო კიდურების უკანა ზედაპირზე აღენიშნება დამწვრობა. დაზიანებები აქვს მიღებული აქვს ბენზინის აალების შედეგად", - თქვა გუგა ქაშიბაძემ. 

6 წლის გოგონა დამწვრობის ცენტრში გუშინ მოათავსეს.
Print