ახალი ამბები
სოხუმი: დაკავებულია პირი, რომელმაც "პირველი პრეზიდენტის" სახლის მიმართულებით ისროლა
დაკავებულია პირი, რომელმაც 29 მაისს ქვემო ეშერაში "პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სახლის მამართულებით განახორციელა გასროლა", ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა დმიტრი დბარმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, "ფაქტის "თვითმხილველები არ თანამშრომლობენ სამართალდამცავ სისტემასთან, რითაც აფერხებენ გამოძიების პროცესს".

დბარი მოსახლეობას მოუწოდებს "ხელი არ შეუშალონ სამართალდამცავების კანონიერ ქმედებებს და არ გამოიწვიონ სიტუაციის დესტაბილიზაცია, რასაც შეიძლება ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს", წერს "აბხაზია ინფორმი".

"მინისტრმა" აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურების პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი და "ნებისმიერ დროს მზადაა აღკვეთოს არაკანონზომიერი ქმედებები და უზრუნველჰყოს საზოგადოებრივი წესრიგი". მისი თქმით, "ყველა საკითხი ცივილიზებულად და კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს".

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს სოხუმის სანაპიროზე რესტორან "სან - რემოსთან" მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 2019 წლის 9 დეკემბერიდან ძებნილი ერიკ ჭკადუა დააკავეს. 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ორმხრივი სროლისას სამი ადამიანი და ორი დაიჭრა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს აღიძრა.

დმიტრი დბარი დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრად ასლან ბჟანიას გაპრეზიდენტების შემდეგ დაინიშნა.


Print